Diamond Bandana
რომბებიანი ბანდანის PDF პატერნი — მსუბუქი, ვინტაჟური განწყობის თავსაფარი ყოველდღიური თუ საზაფხულო ლუქებისთვის.
ინსტრუქცია მოიცავს: ბანდანის საწყისი ნაწილის წერილობით აღწერას, სამკუთხა ფორმის სრულ სქემას, რომბებიან აჟურულ ორნამენტს, დეკორატიულ ნიჟარისებურ არშიას, რეგულირებად თასმებსა და დასრულების რჩევებს.
მასალები: საშუალო სისქის 100% ბამბის ნართი სასურველ ფერში, 3.5 მმ ყაისნაღი, ნემსი და მაკრატელი.
სირთულე: გამოცდილი დამწყები.
ნართის ნარჩენებისთვის კიდევ ერთი პროექტია Christmas Candy. თუ კითხვა გაგიჩნდებათ, მომწერეთ.
ეს არის ჩამოსატვირთი PDF პატერნი და არა მზა ფიზიკური პროდუქტი. პატერნი მხოლოდ პირადი გამოყენებისთვისაა. აკრძალულია PDF-ის გაზიარება, გავრცელება, გამრავლება გავრცელების მიზნით ან გადაყიდვა. საავტორო უფლებები რჩება დიზაინის ავტორს. შეძენა არ ნიშნავს ამ უფლებების ან კომერციული გამრავლებისა და გავრცელების უფლების გადაცემას.
პატერნი ინგლისურ ენაზეა.